ბიბლიოთეკის სიახლეები (RU) Back

საინფორმაციო შეხვედრა სამეცნიერო ბაზების გამოყენებაზე (RU)

21 ნოემბერი 2025

2025 წლის 18 და 21 ნოემბერს, ბნუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები პირველი კურსის სტუდენტებისთვის. შეხვედრების მიზანი სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში არსებული თავისუფალი წვდომის სამეცნიერო ბაზების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა იყო.

შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმები, როგორიცაა Elsevier, Cambridge, Sage, Duke და სხვა მნიშვნელოვანი რესურსები. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ძიების მექანიზმების,

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების აკადემიურ განვითარებას და აძლიერებს მათ კვლევით უნარებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია უმაღლესი განათლების საწყის წლებში.