FAQ (RU)

რომელი პროგრამები ისწავლება ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში? (RU)

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი (ბნუ) გთავაზობთ შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს საზღვაო და ლოგისტიკის პროფესიების დასაუფლებლად:

ბაკალავრიატი

  • საზღვაო ნავიგაცია (ქართულენოვანი)
  • გემის მექანიკა (ქართულენოვანი)
  • საზღვაო ნავიგაცია (ინგლისურენოვანი)
  • გემის მექანიკა (ინგლისურენოვანი)
  • ლოგისტიკა (3-წლიანი)

მაგისტრატურა 

  • სატრანსპორტო ლოგისტიკა 

რომელი საზღვაო პროფესიები ისწავლება ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში? (RU)

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში (ბნუ) ისწავლება მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი საზღვაო პროფესიები როგორიცაა:

  • საზღვაო ნავიგაცია (კვალიფიკაცია: გემის ნავიგატორი)
  • გემის მექანიკა (პროფესია: გემის ინჟინერ-მექანიკოსი)

რა ღირს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა? (RU)

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

რომელი პროფესიული პროგრამები გაქვთ საზღვაო მიმართულებით? (RU)

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი (ბნუ) გთავაზობთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა მოკლე დროში დაეუფლოთ ყველაზე მოთხოვნად საზღვაო პროფესიებს და მალევე დასაქმდეთ:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა

რას ნიშნავს ადმინისტრაციული რეგისტრაცია? (RU)

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გარეშე სტუდენტი აკადემიურ რეგისტრაციას ვერ გაივლის.

რას ნიშნავს აკადემიური რეგისტრაცია? (RU)

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ სასწავლო კურსებს ბნუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პორტალის მეშვეობით: students.bnu.edu.ge

როგორ ხდება კრედიტის მინიჭება? (RU)

კრედიტების მინიჭებისთვის აუცილებელია სტუდენტმა წარმატებით შეასრულოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული სამუშაოები და კურსის ბოლოს მიიღოს დადებითი შეფასება. თითოეულ სასწავლო კურსში კრედიტის მინიჭებისთვის სავალდებულოა 100-დან მინიმუმ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

რამდენი სასწავლო კვირაა სემესტრში? (RU)

სემესტრში არის 15 სასწავლო კვირა, 2 - შუალედური გამოცდების კვირა, 2 კვირა - დასკვნითი და 2 კვირა - დამატებით გამოცდებისთვის.