2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი (RU)
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს.
მიზანი: ბნუ-ს სამეცნიერო პოტენციალის განვითარების, ახალი ცოდნის შექმნის, სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგების მიღებისა და კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა.
პრიორიტეტული მიმართულებები: 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვროს: საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოება; სანავიგაციო და გემის ტექნიკური უსაფრთხო ოპერირება; ლოგისტიკა და სატრანსპორტო ოპერაციების მართვა. კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭოს პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია: ახალი ცოდნის შექმნაზე; სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგების მიღებაზე; კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებაზე.
ბიუჯეტი: 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტი განისაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ლარით.
პროექტის სასიცოცხლო ციკლი: გამარჯვებული პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვროს: 2026 წლის 13 ივლისიდან 2027 წლის 13 ივლისამდე.
კონკურსის ჩატარების ვადები: განისაზღვროს კონკურსის ჩატარების ვადები შემდეგნაირად:
ა) კონკურსის გამოცხადება – 17.06.2026;
ბ) საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყება –18.06.206;
გ) საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულება – 30.06.2026;
დ) საკონკურსო კომისიის მუშაობა – 01.07.2026 – 07.07.2026;
ე) კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება – 08.07.2026;
ვ) კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 09.07.2026 – 10.07.2026;
ზ) კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება – 13.07.2026.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: დამტკიცდეს კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- საკონკურსო პროექტის/ნაშრომის/ღონისძიების პასპორტი (აღწერილობა);
- საკონკურსო პროექტის/ნაშრომის/ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა;
- საკონკურსო პროექტში მონაწილე პირთა CV-ები (ბნუ-ში მოქმედი ფორმით);
- სტუდენტის ან მაგისტრანტის მონაწილეობის შემთხვევაში – ცნობა სტუდენტის სტატუსის, სწავლების სემესტრისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.
კონკურსის შედეგად დაფინანსდეს 1 (ერთი) პროექტი.
საკონკურსო პროექტის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლოდ ბნუ-სთან აფილირებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
საკონკურსო პროექტში შეიძლება მონაწილეობდნენ:
- ბნუ-ს აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი;
- ბნუ-ს სტუდენტები და მაგისტრანტები;
- პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები;
- ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
საკონკურსო პროექტში სავალდებულოა არანაკლებ ორი სტუდენტის ან მაგისტრანტის მონაწილეობა, ხოლო გარე ექსპერტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის გუნდის საერთო შემადგენლობის 20%-ს.
საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს ელექტრონული და მატერიალური ფორმით, ელ-ფოსტაზე: info@bnu.edu.ge და ბნუ-ს კანცელარიაში, ბნუ-ში დადგენილი ფორმების შესაბამისად.
