სიახლეები (RU) Back

2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი (RU)

17 ივნისი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს.

მიზანი: ბნუ-ს სამეცნიერო პოტენციალის განვითარების, ახალი ცოდნის შექმნის, სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგების მიღებისა და კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა.

პრიორიტეტული მიმართულებები: 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვროს: საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოება; სანავიგაციო და გემის ტექნიკური უსაფრთხო ოპერირება; ლოგისტიკა და სატრანსპორტო ოპერაციების მართვა. კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭოს პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია:  ახალი ცოდნის შექმნაზე; სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგების მიღებაზე; კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებაზე.

ბიუჯეტი: 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტი განისაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ლარით.

პროექტის სასიცოცხლო ციკლი: გამარჯვებული პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვროს: 2026 წლის 13 ივლისიდან 2027 წლის 13 ივლისამდე.

კონკურსის ჩატარების ვადები: განისაზღვროს კონკურსის ჩატარების ვადები შემდეგნაირად:

ა) კონკურსის გამოცხადება – 17.06.2026;

ბ) საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყება –18.06.206;

გ) საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულება – 30.06.2026;

დ) საკონკურსო კომისიის მუშაობა – 01.07.2026 – 07.07.2026;

ე) კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება – 08.07.2026;

ვ) კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 09.07.2026 – 10.07.2026;

ზ) კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება – 13.07.2026.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: დამტკიცდეს კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

კონკურსის შედეგად დაფინანსდეს 1 (ერთი) პროექტი.

საკონკურსო პროექტის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლოდ ბნუ-სთან აფილირებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

საკონკურსო პროექტში შეიძლება მონაწილეობდნენ:

  • ბნუ-ს აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • ბნუ-ს სტუდენტები და მაგისტრანტები;
  • პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები;
  • ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

საკონკურსო პროექტში სავალდებულოა არანაკლებ ორი სტუდენტის ან მაგისტრანტის მონაწილეობა, ხოლო გარე ექსპერტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის გუნდის საერთო შემადგენლობის 20%-ს. 

საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს ელექტრონული და მატერიალური ფორმით, ელ-ფოსტაზე:  info@bnu.edu.ge  და ბნუ-ს კანცელარიაში, ბნუ-ში დადგენილი ფორმების შესაბამისად.