მრგვალი მაგიდა თემაზე: უნივერსიტეტების როლი რეგიონების ცხოვრებაში, უნივერსიტეტი-რეგიონი (ქალაქი) ურთიერთქმედების ახალი მექანიზმების ძიება (RU)
2022 წლის 23 ივნისს ბნსუ-ს პარტნიორის, ჩერნიგოვის პოლიტექნიკა ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: უნივერსიტეტების როლი რეგიონების ცხოვრებაში, უნივერსიტეტი-რეგიონი (ქალაქი) ურთიერთქმედების ახალი მექანიზმების ძიება.
ღონისძიების მიზანი იყო გამოცდილების და მოსაზრებების გაცვლა უნივერსიტეტის როლის შესახებ ქალაქებისა და რეგიონების ცხოვრებაში. უნივერსიტეტისა და რეგიონის ოპტიმალური მოდელის „სიმბიოზის“ შექმნა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ., ბადრი გეჩბაიამ. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში.
