ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (RU)
შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1. ბიზნესის ადმინისტრირება
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
2. საზღვაო მეცნიერება
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა პროფესიული ნიშნით- 2 (ორი) ვაკანტური ადგილი;
3. საზღვაო ინჟინერია
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
ასისტენტის აკადემიური თანამდებობა - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (პროფესიული ნიშნით);
4. სასწავლო კურსი: ,,აკადემიური წერის საფუძვლები“
- ასოცირებული პროფესორი 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით).
აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები ან/და სხვ., რაც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობა პროფესიული ნიშნით: ასისტენტი - უმაღლესი განათლება, საქართველოს ან უცხოეთის უსდ-ს დოქტორანტობა. შესაბამის დარგში სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.
პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი - უმაღლესი განათლება, არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და შესაბამის დარგში პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი), შესაბამის დარგში სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი - უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), შესაბამის დარგში სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები;
დამატებითი მოთხოვნები ინგლისურენოვან პროგრამაზე:
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა და/ან შესაბამისი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- კონკურსანტის განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი და ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხისა და მოთხოვნილი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, პედაგოგიური (პროფესორის, ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ასისტენტის შემთხვევაში:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - უსდ-ს მიერ გაცემული ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (სადოქტორო პროგრამის დასახელების, ჩარიცხვის თარიღის, სტუდენტის სტატუსის, პროგრამით სწავლის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით);
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამდასტურებელი სერტიფიკატი;
- ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“;
- შერჩეულმა წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინონ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- „კონკურსანტის ანკეტაში“ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- წარსადგენია ზემოთ მითითებული დოკუმენტების ასლები, გარდა დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობისა (წარსადგენია დედანი, მატერიალური სახით დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში);
- უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უცხო ქვეყანაში განათლების/კვალიფიკაციის მიღებისა და უცხო ენაზე გაცემული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების/სამეცნიერო ხარისხის გათანაბრება ხდება ამ კანონით დადგენილის შესაბამისად;
- პედაგოგიურ გამოცდილებად მიიჩნევა მხოლოდ საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს (უცხოეთში მოღვაწეობის შემთხვევაში) მიერ აღიარებულ უსდ-ში პედაგოგიური საქმიანობა;
- საკონკურსო საბუთების განხილვისას მხედველობაში იქნება მიღებული სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია, რომელიც კონკურსის ჩატარების მომენტისთვის გამოცემული/გამოქვეყნებული არ არის, თუ კონკურსანტმა:
ა) წარადგინა გამოსაცემად/ გამოსაქვეყნებლად მომზადებული ნაშრომი/პუბლიკაცია (ამონაბეჭდი/ელ.ვერსია) და კონკურსის დასრულების შემდგომ პერიოდში ნაშრომის/პუბლიკაციის გამოცემის/გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სარედაქციო კოლეგიიდან, გამომცემლობიდან, გამოცემის/გამოქვეყნების დამფინანსებელი დაწესებულებიდან ან სხვ.) ან
ბ) საკონკურსო კომისიის მუშაობის დასრულებამდე განცხადებით მიმართა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და წარადგინა საკონკურსო კომისიის მუშაობის პერიოდში ნაშრომის/პუბლიკაციის გამოცემის/გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაშრომის შემთხვევაში - გამოცემული სახელმძღვანელო/მონოგრაფია/სხვა პუბლიკაციის შემთხვევაში - გამოცემული ჟურნალი/კრებული/სხვ.);
- კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია უზრუნველყოს კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტე, ხოლო ბნსუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს ინფორმაციის და წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა.
კონკურსის ვადები
- ღია კონკურსი ცხადდება 2024 წლის 12 აგვისტოდან 04 ნოემბრის ჩათვლით
- საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით
- კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2024 წლის 15-18 ოქტომბერს
- კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 21-22 ოქტომბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება
- კონკურსგავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება: 2024 წლის 23 ოქტომბერი
- საპრეტენზიო განცხადებების მიღება: 2024 წლის 24 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 04 ნოემბერს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ განცხადება, ანკეტა და მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ მატერიალური სახით ბნსუ-ს კანცელარიაში, მისამართზე: მახინჯაურის, თამარ მეფის გამზირი N38
ან გამოგზავნონ ელექტრონულად ბნსუ-ს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: info@bntu.edu.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 53 22 01
