ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (RU)
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და პროფესიული ნიშნით, შემდეგი მიმართულებებით:
ა) აკადემიური ნიშნით
- მენეჯმენტი: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია; ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ასოცირებული პროფესორი- 2 ვაკანსია;
- სამართალი - ასისტენტი - 1 ვაკანსია;
ბ) პროფესიული ნიშნით:
- საზღვაო მეცნიერებები - ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები
აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებია:
ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები ან/და სხვ., რაც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
გ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: საქართველოს ან უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დოქტორანტობა (უსდ-ს მიერ გაცემული ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ სადოქტორო პროგრამის დასახელების, ჩარიცხვის თარიღის, სტუდენტის სტატუსის, პროგრამის სწავლის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით);
პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
ა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 17.07.2025;
- საკონკურსო საბუთების მიღება: 26.08.2025-27.08.2025
- კონკურსის I ეტაპი - (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება) - 09.2025;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 02.09.2025
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 09.2025;
- კონკურსის II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - 04.09.25-05.09.2025; შენიშვნა: (გასაუბრების ზუსტი დრო და თარიღი კონკურსანტს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 08.09.2025;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება) - 09.09.2025;
- საპრეტენზიო განაცხადების განხილვა - 10.09.2025;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 11 სექტემბრისა;
შენიშვნა: (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნუ-ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);
კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 11.09.2025;
კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) შევსებული კონკურსანტის ანკეტა;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
დ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
ვ) უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
ზ) სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებს/პუბლიკაციების ნუსხა.
თ) კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ი) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა);
კ) წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსანტის განცხადება ივსება კონკურსის კომისიის თავმჯდომარის: ელიდა ხვედელიძის სახელზე;
კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:
- კონკურსანტის განცხადების ფორმა;
- კონკურსანტის ანკეტა (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი)
- კონკურსანტის ანკეტა(ასისტენტი)
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი
კონკურში გამარჯვებული პირები აკადემიურ თანამდებობებზე აირჩევიან ასოცირებული პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტი - 4 წლის ვადით;
საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნუ-ს ელ.ფოსტაზე: vacancy@bnu.edu.ge).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: ინდირა ლორთქიფანიძე, ტელ. +995 599 53 22 01; ელ.ფოსტა: lortkipanidze@bnu.edu.ge
საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები: კონსტანტინე ბოხუა, ტელ., +995 593 96 39 93; ელ. ფოსტა: bokhua@mms.edu.ge
