ანონსები (RU) Back

„აჩუქე წიგნი“ (RU)

12 აპრილი 2024
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მასწავლებლებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!   წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და გამორჩეული საჩუქარია, რაც შეგვიძლია ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს ვაჩუქოთ. ძველ დროს, წიგნის ჩუქება პატივისცემის გამოხატვად ან სხვა ადამიანების გაცნობის გზად ითვლებოდა.   ვისაც სურვილი აქვს შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, ჩაიძიროს ჯადოსნურ წიგნში, არ გავუშვათ ეს შანსი და მივიღოთ მონაწილეობა ღონისძიებაში „აჩუქე წიგნი“.   ყველა მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში. ამის შემდეგ შეგეძლებათ ადრესატის შერჩევა და წიგნის ჩუქება. რეგისტრაცია 24 აპრილამდე გაგრძელდება.   დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 25 აპრილს 12:00 სთ, ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში.