მრგვალი მაგიდის ონლაინ-შეხვედრა (RU)
2020 წლის 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერტაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება მრგვალი მაგიდის ონლაინ-შეხვედრას თემაზე „მეზღვაურთა დღე 2020 - პანდემიის გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.
ჩვენი მიზანია, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, ავღნიშნოთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე და ვიმსჯელოთ იმ გამოწვევბისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა საზღვაო დარგი.
მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე ვიწვევთ დარგის წარმომადგენლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან, ნავსადგურებიდან, საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ლოგისტიკური და საკრუინგო კომპანიებიდან, საერთაშორისო საზღვაო ასოციაციებს და მოქმედ მეზღვაურებს.
მრგვალი მაგიდის შეხვედრის დაწყების დრო: 10:00 სთ.
