ანონსები (RU) Back

საჯარო ლექცია (RU)

15 მარტი 2023

2019 წლის 4 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“.

ასევე, ლექციის ფარგლებში გაიმართება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული აპლიკაცია - Marine LitterWatch-ის პრეზენტაცია,რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური აპლიკაციის სახით. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ნარგული ასანიძე და გუგული დუმბაძე.

პროექტის ორგანიზატორია „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია”- საქართველო (Women’s International Shipping & Trading Association - WISTA Georgia)

შეხვედრის ადგილი: ბნსუ-ს I კორპუსი, III სართული, საკონფერენციო დარბაზი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. ელ-ფოსტა: international@bntu.edu.ge