ანონსები (RU) Back

საჯარო ლექციები ბნსუ-ში (RU)

21 მარტი 2025
სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!   2025 წლის 21 მარტს, გიწვევთ ყველას ორ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, სადაც გაიგებთ უფრო მეტს საზღვაო კარიერის, განათლებისა და პროფესიული განვითარების შესახებ.   13:00 l „კადეტობიდან ბლოგერობამდე“ მომხსენებელი: ილია ნიქაბაძე – მეზღვაური, მესამე თანაშემწე, ბნსუ-ს კურსდამთავრებული, რომელიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, კარიერული განვითარების გზას და მის მიერ შექმნილი საინფორმაციო სოციალური გვერდის შესახებ.
_____________________________   14.00 l „საზღვაო განათლების მნიშვნელობა“ მომხსენებელი: კონსტანტინე ბოლქვაძე – შორეული ნაოსნობის კაპიტანი, რომელიც ისაუბრებს თუ რატომ არის საზღვაო განათლება გადამწყვეტი წარმატებული კარიერისთვის, რა გამოწვევები არსებობს და რა უნდა გაითვალისწინონ სტუდენტებმა.   დასწრება თავისუფალია!