საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და ბნსუ-ს პერსონალთან (RU)
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით AIESEC Georgia გამართვას საინფორმაციო შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პერსონალთან.
AIESEC (აისეკი) მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რათა იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. AIESEC საქართველოში 2006 წლიდან ახორციელებს საქმიანობას.
გარდა იმისა, რომ AIESEC-ი თავის წევრებს ყოველწლიურად სთავაზობს 24,000 ლიდერულ პოზიციას და მთელს მსოფლიოში 100,000 წევრისათვის 500 კონფერენციას უწვეს ორგანიზებას, ასევე AIESEC 27,000-მდე გაცვლით პროგრამას ახორციელებს ყოველწლიურად, რაც გამოცდილების საზღვარგარეთ მიღების, უნიკალური შესაძლებლობაა.
AIESEC პროგრამებია:
Global Talent - პროგრამა უზრუნველყოფს გამოცდილებას ახალგაზრდა ადამიანებისთვის, გლობალურ სასწავლო გარემოში საერთაშორისო ანაზღაურებადი სტაჟირებებით მთავარ სფეროებში როგორიცაა: განათლების სექტორი, მარკეტინგის, ბიზნესის სექტორი და ასევე კომპიუტერილი ტექნოლოგიების. ასეთი სახის სტაჟირება გეხმარება გქონდეს შესაძლებლობა, რომ გაიღრმავო საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, გამოიყენო შენი ცოდნა იმ არჩევნის მიხედვით, რასაც შენით გააკეთებ პროექტის არჩევისას. შეგიძლია შექმნა საკუთარი პიროვნული და პროფესიული ადამიანთა ქსელი სხვადასხვა ქვეყნიდან და კულტურიდან. ეს მულტიკულტურული გამოცდილება გააფართოვებს თქვენს პერსპექტივას და შეავსებს თქვენ პროფესიულ კარიერას, როგორც საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება, რომელიც დიდად გაზრდის თქვენს პროფესიონალიზმს გლობალური ღირებულებების დონეზე.
Global Enterpreneur - პროგრამა უზრუნველყოფს მოკლე ვადიან სტაჟირების გამოცდილებას სტარტაპებში ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ვინც ისწრაფის საკუთარი თავისა და კარიერის განვითარებისკენ. პროგრამის მონაწილე გაიღრმავებს ცოდნასა და გამოცდილებას კომუნიკაციის, წერილობით და ინტერპერსონალურ შესაძლებლობებს, რაც მოსახერხებელი და საჭიროა ყველა სამუშაო გარემოში მომავალში. ძირითადადი დასაქმების სფეროებია: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, ადმინისტრაციული, და სხვა... განივითარე გლობალური პერსპექტივა და შეიცანი განათლების სისტემა საზღვარგარეთ.
Global Volunteer - გლობალური მოხალისეობა არის ინტენსიური საერთაშორისო საზღვარგარეთ მოხალისეობრივი პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევს იმუშაო პროექტებში და გავლენა მოახდინო საზოგადოების პრობლემებზე. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების დაჯგუფებებს განავითარონ ადამიანები რისი მეშვეობითაც ისინი შექმნიან უფრო მდგრად და ჯანმრთელ მომავალს. ამ გაცვლითი პროგრამების საშუალებით, რომლებიც ძირითადად სოციალურ პრობლემებზეა, აისეკი უზრუნველყოფს ახალგაზრდებს შესაძლებლობებიით, რომლებიც დაეხმარებათ განივითარონ სამეწარმეო და ლიდერული უნარ-ჩვევები. ეს ყოველივე კი დაეხმარება მათ გაიმდიდრონ ცოდნა, მსოფლმხედველობა და შეიძინონ უნიკალური გამოცდილება მულტი-კულტურულ გარემოში სოციალური და სამეწარმეო გამოცდილების სახით.
შეხვედრის ადგილი: ბნსუ-ს საკონფერენციო დარბაზი, III სართული
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს. ელ-ფსოტა: international@bntu.edu.ge
