ანონსები (RU) Back

საინფორმაციო შეხვედრა (RU)

25 თებერვალი 2020

მიმდინარე წლის 25 თებერვალს 15 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ მის: თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს საინფორმაციო შეხვედრას აბიტურიენტებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, საზღვაო განათლების დარგში ინფორმირებულობის ამაღლებისა და უნივერსიტეტის პირობების შეთავაზების მიზნით.

შეხვედრაზე დაგეგმილია:

ბნსუ-ს პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ პრეზენტაციის წარდგენა;
უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სასწავლო, ფიზიკური და სხვა პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
საზღვაო დარგის განვითარების მიზნით საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება;
აბიტურიენტთა შეკითხვებზე პასუხების გაცემა