ანონსები (RU) Back

შეხვედრა სტუდენტებთან გაცვლითი პროგრამების შესახებ (RU)

15 მარტი 2023

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 14:30 საათზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან გაცვლითი პროგრამების შესახებ. სასურველია I, II და III კურსის სტუდენტების დასწრება.

• შეხვედრაზე დამსწრეები გაეცნობიან ERASMUS + პროგრამას, მის მოთხოვნებს, დადებით მხარეებს, შესაძლებლობებს და გამოწვევებს;
• ასევე, სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ინგლისურ ენაში ინსტიტუციონალური გამოცდის ჩატარების შესახებ და გაეცნობიან საგამოცდო ტესტის სტრუქტურას;
• შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის გამოყოფილ თავისუფალ სივრცეში გაიხსნება საერთაშორისო განათლების კუთხე, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტების, ორგანიზაციების, საელჩოების მიერ შემოთავაზებულ სასწავლო სტიპენდიებს;
შეხვედრის ადგილი:ბნსუ-ს საკონფერენციო დარბაზი, I სართული.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს. ელ-ფსოტა: international@bntu.edu.ge 

erasmusplus@bntu.edu.ge