შეხვედრა სტუდენტებთან (RU)
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან გაცვლითი პროგრამების შესახებ
გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, გაცვლითი პროგრამების შესახებ, 2020 წლის 15 აპრილს, 16:00 საათზე გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან. სასურველია I, II და III კურსის სტუდენტების დასწრება.
• შეხვედრაზე, დამსწრეები გაეცნობიან ERASMUS + პროგრამას, მის მოთხოვნებს, დადებით მხარეებს, შესაძლებლობებს და გამოწვევებს;
• ასევე, სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ინგლისურ ენაში ინსტიტუციონალური გამოცდის ჩატარების შესახებ და გაეცნობიან საგამოცდო ტესტის სტრუქტურას;
• შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის გამოყოფილ თავისუფალ სივრცეში გაიხსნება საერთაშორისო განათლების კუთხე, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტების, ორგანიზაციების, საელჩოების მიერ შემოთავაზებულ სასწავლო სტიპენდიებს;
გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSci60v6LaS.../viewform...
შეხვედრა ჩატარდება აპლიკაცი Zoom-ის გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს. ელ-ფსოტა: international@bntu.edu.ge
erasmusplus@bntu.edu.ge
