ანონსები (RU) Back

სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (RU)

27 მარტი 2023
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა VII  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

ღონისძიება უკვე 6 წელია ტარდება და თავს უყრის სტუდენტებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენცია მიზნად ისახავს საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.

კონფერენცია ჩატარდება ZOOM - ის პლატფორმის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს. კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება ის სტატია, რომელიც მოწონებული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ და დააკმაყოფილებს კონფერენციის მიერ ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

 

კონფერენციის სამუშაო სექციებია:

  • საზღვაო მეცნიერებები;
  • ლოგისტიკა;
  • ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ბიზნესის ადმინისტრირება.

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

კონფერენციის ფორმატი: მოხსნების დრო - 10 წუთი,  კითხვა-პასუხი - 5 წუთი.

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 15 აპრილის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება და აბსტრაქტის წარმოდგენა.
  • 20 აპრილი  - კონფერენციის შემდეგ ეტაპზე გადასული ნაშრომების გამოვლენა და მონაწილეთა ინფორმირება.
  • 1 მაისი - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
  • 17 მაისი -  კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/qGzdMR6yPS5kU2oE7

 

კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 17 ივნისს.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

კვლევების ცენტრი

studconference2023@bntu.edu.ge  

b.gechbaia@bntu.edu.ge

g.abashidze@bntu.edu.ge

 

კონფერენციის დეტალები

ნაშრომის გაფორმების წესი

შაბლონი