ვორქშოფი აკადემიური და ადმინისტრაცული პერსონალისთვის (RU)
2020 წლის 16 იანვარს, 14:30 სთ-ზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ბნსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაცული პერსონალისთვის ჩატარდება ვორქშოფი თემაზე „Europass CV Writing“.
ვორქშოფს ჩაატარებს ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი გაბედავა.
ვორქშოფის ფარგლებში განხილული იქნება:
- Europass CV-ის სტრუქტურა;
- ამ ფორმატის CV-ის ძირითადი მოთხოვნები და თავისებურებები;
მონაწილეებს საშუალება ექნებათ პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეადგინონ თავიანთი CV, აღნიშნული გამოადგებათ კრედიტ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისათვის.
გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/.../1FAIpQLSe112Qc5qJgNX.../viewform
ჩატარების ადგილი: ბნსუ-ს I კორპუსი; სართული II, აუდიტორია No13.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
