” გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა" (RU)
21 ივნისი 2023
2023 წლის 19 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალ სივრცეში სტუდენტებისთვის გაიმართა სალექციო კურსის წარდგენა, სახელწოდებით "გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა", Marpol 73/78 კონვენციის გათვალისწინებით.
ავტორებმა, ნიკოლაი ლეშოკმა და ბორის კვიკვინიამ ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ინსტრუქციების და რეგულაციების ცოდნა გემზე მომუშავე პერსონალისათვის.
ღონისძიებაზე მოხსენება წარადგინა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადილემ და პროფესორმა, გიორგი გაბედავამ.
ღონისძიება ეძღვნებოდა მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და ინიციატორი იყო ბნსუ-ს ბიბლიოთეკა.
