სიახლეები (RU) Back

2024-2026 სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა (RU)

3 აპრილი 2024

2024 წლის 2 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, ბნსუ-ს სამწლიანი 2024-2026 სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

განხილვას ბნსუ-ს პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ბნსუ-ს ახალ 7 წლიან, 2024-2030 განვითარების სტრატეგიას ეფუძნება.

საჯარო განხილვის ფარგლებში, მხარეებმა ახალი სამოქმედო გეგმით დაგეგმილ და განსახორციელებელ აქტივობებზე, მათი შესრულების შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.