აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები (RU)
აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2022 წლის 07 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
I ეტაპი - რეგისტრაცია
- სარეგისტრაციო განცხადება რექტორის სახელზე (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებას ავსებს და ხელს აწერს პირის კანონიერი წარმომადგენელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
- 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
- სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- საზღვაო სფეროს საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში - სამედიცინო შემოწმების ფორმა (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), რომელსაც დადგენილი წესით გასცემს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება (ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე mta.gov.ge).
II ეტაპი - სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა
სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ.
2022-2023 სასწავლო წლის პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის 23 სექტემბრის 18:00 საათი.
III ეტაპი – სასწავლო პროცესის დაწყება
სასწავლო პროცესი დაიწყება 3 ოქტომბერს.
დამატებითი ინფორმაცია
საფასურის გადახდა
გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი.
მიმღების დასახელება: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE51TB7462636080100005 GEL
ბანკის დასახელება: ს.ს “თიბისი ბანკი”, საქართველო
ბანკის კოდი: TBCBGE22
