აჭარის დასაქმების სააგენტოს პრიორიტეტები განხილვა (RU)
16 მაისი 2024
13 მაისს, აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ბნსუ-ს ადმინისტრაციის კანცლერის მოადგილე, ელიდა ხვედელიძე და პრაქტიკის, კარიერული ზრდისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორინთელი დაესწრნენ და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტო გააგრძელებს მოსარგებლეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ ყველა არსებულ პროგრამას, მათ შორის, საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობას.
