სიახლეები (RU) Back

ახალი კომპიუტერული აუდიტორია ბნსუ-ში (RU)

17 მაისი 2024

ბნსუ-ში ERASMUS+ Capacity Building პროექტის Strengthening capacities for the Implementation of Dual Education in Georgia Higher Education (DUGEOR) კომპიუტერული აუდიტორია მოეწყო.

აუდიტორია აღჭურვილია კომპიუტერებით, ჭკვიანი დაფებითა და შესაბამისი პროგრამებით, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ განივითარონ ინგლისური ენის ოთხივე უნარი (კითხვა, წერა, მოსმენა, ლაპარაკი), ასევე, შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის, 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონსორციუმის წევრები არიან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში.

პროექტი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.