სიახლეები (RU) Back

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ლალი ხვედელიძე, პარლამენტის მიერ, ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. (RU)

23 სექტემბერი 2022

დღეს, 2022 წლის 22 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ლალი ხვედელიძე, პარლამენტის მიერ, ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს შორის არიან:

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე იულია ხარაშვილი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია;

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი.

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ კონკურსში წარდგენილ კანდიდატებს.მათი წარდგენა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრებს, საბჭოს სამდივნოს, სახელმწიფო უწყებებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეეძლოთ.

​ გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტის წევრების, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელმაც თითოეული მონაწილე წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, ინიციატივით საფუძველი ჩაეყრება ტრადიციას, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად კონკურსში გამარჯვებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული მადლობის გამოცხადებას გულისხმობს.