სიახლეები (RU) Back

ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა (RU)

5 აპრილი 2024

2024 წლის 5 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრის" ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა ბიბლიოთეკათშორისო აბონიმენტი გააფორმეს, რაც ორივე სასწავლებლის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობის საშუალებას აძლევს.