სიახლეები (RU) Back

ბნსუ-ს კანცლერი სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე (RU)

10 მარტი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ლალი ხვედელიძე, სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე; ლალი ხვედელიძე საუბრობს საგანმანათლებლო დაწესებულების ახალ ინიციატივაზე.  ბნსუ აწესებს უპრეცენდენტო შეღავათს. სასწავლებელი გადასახადისგან ათავისუფლებს იმ გოგონებს, რომლებიც ეროვნული გამოცდებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩვენთან ჩაირიცხებიან.  ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან ისინი, ვინც არჩევანს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ორ მიმართულებაზე, საზღვაო ნავიგაციასა და გემის მექანიკაზე გააკეთებენ.  სასწავლებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება ქალთა გაძლიერებასა და ხელშეწყობას ისახახავს მიზნად.