სიახლეები (RU) Back

bntu.edu.ge (RU)

19 თებერვალი 2023

სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:

  • აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
  • მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
  • პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა;
  • სწავლების ენა - ინგლისური.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 31 მარტის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
  • არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
  • არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;

 

შერჩევის პროცედურა:

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ აკადემიის სააპლიკაციო ფორმის შევსება 21 აპრილამდე, 2023;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge