სიახლეები (RU) Back

ჩოხატაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ბნუ-ში (RU)

17 ივნისი 2026

2026 წლის 16 ივნისს, ბნუ-მ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

საინფორმაციო ვიზიტის მიზანს უმცროსკლასელებში საზღვაო სფეროს პოპულარიზაცია და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაცნობა წარმოადგენდა. ბნუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და მათ ასაკზე მორგებული შემეცნებითი ტური მოუწყვეს.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უახლესი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და გემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკულად გამოსცადეს. უმცროსკლასელებმა საზღვაო სპეციალობებისა და გემზე მუშაობის სპეციფიკის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს.

ბნუ აქტიურად აგრძელებს სასკოლო-შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერას და მომავალ თაობაში პროფესიული ინტერესების გაღვივებას.