სიახლეები (RU) Back

COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსის მოხსენება (RU)

22 აპრილი 2024

2024 წლის 18 აპრილს საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორებისა და ვიცე-რექტორების წინაშე COARA-ს კოალიციის დამფუძნებლი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით - “EUA Research & Innovation Agenda 2027, seizing the moment, driving the change” (ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომენტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება), წარსდგა.

პროფესორი სტეფან ბერგმანი,  გახლავთ COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი (COARA - კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაციების, კვლევითი ორგანიზაციების, შეფასების ეროვნული/რეგიონალური ორგანიზაციების სააგენტოების გლობალური კოალიცია). პროფესორი ბერგმანსი არის სამეცნიერო კვლევათა შეფასების ახალი კონცეფციის ავტორი, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში (EUA) ხელმძღვანელობს კვლევებსა და ინოვაციებს (ასევე, სადოქტორო პროგრამების მიმართულებას).

პროფესორ შტეფან ბერგმანსის თქმით, საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ საინტერესო, საჭირო და მაღალკვალიფიციური კვლევები წარადგინონ და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა. მითუმეტეს, რომ ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში. მოხსენების დასასრულს, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს. 

გამართულ შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელი ნიცა მდივანი ესწრებოდა.