დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (RU)
2 ოქტომბერი 2023
2023 წლის 25-29 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებმა გელა გვარიშვილმა, გიორგი გაბედავამ, ასოცირებულმა პროფესორმა ელიდა ხვედელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სტაჟიორმა ნიკოლოზ კაკაბაძემ მიიღეს მონაწილეობა ERASMUS+ Capacity Building- პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)” საორგანიზაციო შეხვედრაში და სასწავლო ვიზიტში.
პროექტის მიზანია:
დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში;
დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა;
საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით;
დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვი, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად.
ასევე, სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო ლოგისტიკური კომპანია “ინტერლოგ ჯორჯიას“ წარმომადგენლემა, რომელიც ბნსუ-თან ერთად იქნება ჩართული პროექტში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია.
