ელვიქტორ ქრუ მენეჯმენტის წარმომადგენლები ბნსუ-ში (RU)
3 აგვისტო 2022
2022 წლის 1 აგვისტოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია ელვიქტორ ქრუ მენეჯმენტის წარმომადგენლები.
კომპანია ელვიქტორსა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის თანამხად, კომპანია ელ ვიქტორი უზრუნველყოფს კადეტების დასაქმებას ერთ-ერთ გემთფლობელი კომპანიის საკუთრებაში არსებულ 40-ვე კონტეინერმზიდ გემზე გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.
ასევე, კომპანიის წარმომადგენლებმა გასაუბრება ჩაუტარეს ბნსუ-ს საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს კადეტის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.
