სიახლეები (RU) Back

გამწვანების აქცია“ (RU)

16 სექტემბერი 2022
დღეს, 2022 წლის 16 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერის,ლალი ხვეედელიძის ინიციატივით, ჩაქვის ცენტრში მდებარე სკვერში ხეები დაირგო. 20 ძირი ევკალიპტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვის ცენტრში, მიგინეიშვილის ქუჩის მიმდებარედ მდებარე პარკში დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა აიპი „ქობულეთის პარკის“ თანამშრომლებმაც მიიღეს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს 20 ძირი ევკალიპტი საჩუქრად, ქართველმა ბიზნესმენმა, მამუკა ხაზარაძემ გადასცა. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გამწვანების აქციებს პერიოდულად გეგმავს.