გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ (RU)
28 თებერვალი 2024
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - თემო მჟავანაძე და ირაკლი გოგიტიძე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სპლიტის უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლის.
სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ.
სპლიტის უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.
