სიახლეები (RU) Back

ღია კარის დღე ბნსუ-ში (RU)

12 აპრილი 2024
2024 წლის 11 აპრილს, „აბიტურიენტთა კვირეულის“ ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა ბათუმის და ჩაქვის საჯარო და კერძოს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.   ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტს, საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მისი მუშაობის პრინციპებს, შეხვდნენ გამოცდილ მეზღვაურებს.   ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და პროფესიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის შესახებ. ბნსუს-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებს გააცნეს თვითმმართველობის საქმიანობა და არსებული შემეცნებით-შემოქმედებითი კლუბები.