ღია კარის დღე დუბროვნიკის უნივერსიტეტში (RU)
20 აპრილი 2023
2023 წლის 20 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა და ISO ხარისხის მენეჯერი ოთარ ცინცაძე ესწრებოდნენ დუბროვნიკის უნივერსიტეტის (ხორვატია) მიერ ორგანიზებულ “ღია კარის დღეს”.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა წარუდგინეს ბნსუ მოწვეულ სტუმრებს და სტუდენტებს. დაათვალიერეს მასპინძელი უნივერსიტეტის მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
