სიახლეები (RU) Back

ივნისი მეზღვაურთა დღეა (RU)

26 ივნისი 2023
მეზღვაურთა დღის აღნიშვნა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობით დაიწყო, რომელმაც ნავმისადგომთან გადაინაცვლა, სადაც ოფიციალური საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა. მათ აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მეზღვაურების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. ღონისძიების ფარგლებში, საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯილდო გადაეცა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს და შორეული ნაოსნობის კაპიტანს, დურსუნ ცინცაძეს. საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს.