სიახლეები (RU) Back

ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის დოკუმენტის წარდგენა (RU)

26 იანვარი 2024
2024 წლის 26 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის დოკუმენტის წარდგენა. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ბნსუ-ს 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და ანალიზი, რომელიც მოიცავდა განათლების ხარისხის უზრუველყოფისა და ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან ბნსუ-ს შესაბამისობას, სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შესრულების ანალიზს, რეკომენდაციებს 2024 წლისათვის. სისტემის ანალიზი წარადგინეს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფეორმა ნათია მიქელთაძემ და ISO ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.