ყურადღება! (RU)
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ბნსუ-ს კვლევითი საქმიანობის სტრატეგიისა და სამეცნიერო მიმართულების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, იწყებს მუშაობას საერთაშორისო კოლექტიურ მონოგრაფიაზე „ბიზნესის ინტეგრაციისა და განათლების ინოვაციური მენეჯმენტი ტრანსნაციონალურ ეკონომიკურ სისტემებში“.
ნაშრომის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია: განათლება და პედაგოგიკა, ეკონომიკა და ბიზნესი, მენეჯმენტი და სამართალი, სტუმართმოყვარეობა და ტურიზმი.
მონოგრაფიის გამოცემაში უნივერსიტეტს პარტნიორობას უწევენ გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (რიგა, ლატვია), ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ესტონეთი, ტალინი), ივანო-ფრანკოვსკის ნავთობისა და გაზის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა, ივანო-ფრანკოვსკი).
მონოგრაფიის გამოცემის თარიღია 2022 წლის 1 დეკემბერი, სამუშაო ენა - ინგლისური.
დეტალური ინფორმაცია ნაშრომის წარმოდგენის პირობებისა და ფორმატის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში. ნაშრომის წარდგენა და გამოქვეყნება უფასოა.
