სიახლეები (RU) Back

კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია (RU)

18 აპრილი 2023

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ბადრი გეჩბაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა“  გამარჯვებულია.

იგო მონაწილეობას მიიღებს რუმინეთში, ქ. სუჩავაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში, გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისთვის. International Economic Conference CHALLENGES AND OPPORTUNITIES FOR A SUSTAINABLE DEVELOPMENT. კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 4-5 მაისს.

კონფერენციის ორგანიზატორია სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტი სუჩავაში. რუმინეთის ერთ-ერთი წარმატებული და მაღალი რეიტინგის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტი ახორციელებს აქტიურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე წარდგენილი სტატიები ინდექსირებულია Scopus ის ბაზაში.