მწერალი დავით ტურაშვილი სტუმრობდა ბნსუ-ში (RU)
28 სექტემბერი 2023
2023 წლის 28 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს მწერალი დავით ტურაშვილი სტუმრობდა. მწერალმა ბნსუ-ს სტუდენტებთან ერთად განიხილა მისი ავტორობით გამოცემული წიგნი "ხალდე- ლაჰილ". სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მწერლისთვის კითხვები დაესვათ.
ამასთანავე მოხდა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული ახალი მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. ღონისძიების ორგანიზატორი ბნსუ-ს ბიბლიოთეკა და გამომცემლობა „ინტელექტი“ იყო.
