ნუგზარ ბოლქვაძის საჯარო ლექცია (RU)
11 აპრილი 2024
2024 წლის 10 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის / პროფესიული სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია "Professional Resilience at Sea" ჩატარდა.
ლექციას შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ნუგზარ ბოლქვაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა გამოწვევების, კრიტიკული სიტუაციებისა და სტრესის ეფექტურ მართვაზე სპეციალურად შედგენილი პროგრამის შესაბამისად. განხილულ იქნა სხვადასხვა საინტერესო მაგალითები.
მოხარული ვართ, რომ ბატონი ნუგზარი ჩვენი პერსონალის წევრია და აქტიურად ჩართულია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
