სიახლეები (RU) Back

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება! (RU)

17 აპრილი 2024

ყურადღება!

22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტი აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური (მატროსი)
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (მოტორისტი)
  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა (ელექტრიკოსი)

პროფესიულ პროგრამებზე მიღების წინაპირობები:

  • საბაზო განათლება
  • ასაკი შეზღუდული არ არის

კურსის დამთავრების შემდეგ მოგენიჭებათ შესაბამისი კვალიფიკაცია შორეულ ნაოსნობაში დასაქმებისთვის.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

გაიარეთ ელექტრონული რეგისტრაცია პორტალზე: https://vet.emis.ge/ ან მობრძანდით ადგილზე რეგისტრაციისთვის.

მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 514 40 99 40 / 593 95 36 83