რექტორთა კონფერენცია (RU)
16 ივნისი 2023
2023 წლის 15 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე, გელა გვარიშვილი ქუთაისში გამართულ რექტორთა კონფერენციას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა.
შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გამოწვევები განიხილა. მათ შორის – პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების, ავტორიზაციის კუთხით უნივერსიტეტების მზაობის, დისტანციური განათლების რეგულირებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.
