რექტორთა საბჭოს შეხვედრა (RU)
28 მაისი 2023
2023 წლის 28 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე, გელა გვარიშვილი რექტორთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო.
რექტორთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმღვანელობით გაიმართა.
განახლებულ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და რექტორებმა არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს.
მინისტრის ინიციატივით, რექტორთა საბჭოს შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.
