სიახლეები (RU) Back

საჯარო ლექცია (RU)

4 აპრილი 2024

2024 წლის 3 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „ადამიანის უფლებები: წარსულის გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება საქართველოში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921“.

ლექციას უძღვებოდნენ მალხაზ ჭკადუა, ჟურნალისტი და პედაგოგი, და ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლის, ნინო სამხარაძის ინიციატივით განხორციელდა.