სიახლეები (RU) Back

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (RU)

30 მაისი 2023
2023 წლის 30 მაისს, პოლონეთში, ქ. ბიელსკო - ბიალაში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ლოგისტიკა და ტრანსპორტი“. კონფერენცია ორგანიზებული იყო ფინანსებისა და სამართლის უმაღლესი სკოლის მიერ ბიელსკო ბიალაში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ბადრი გეჩბაია, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან გოლეთიანი და პროფესორი თენგიზ აფხაზავა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბნსუ-ს პროფესორებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე: ტრანსპორტის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.