სიახლეები (RU) Back

საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წარმომადგენლები ბნსუ-ში (RU)

24 ოქტომბერი 2022
2022 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტს საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წარმომადგენლები აღმასრულებელი მდივანი იუსუკი მორი და კოორდინატორი შიგემი მათსუზაკი ეწვნივნენ. სტუმრები შეხვდენენ ბნსუ-ს რექტორს პარმენ ხვედელიძეს, კანცლერს ლალი ხვედელიძეს, რექტორის მოადგილეებს გელა გვარიშვილს და გიორგი გაბედავას, და ISO მენეჯერს ოთარ ცინცაძეს. ბნსუ-ს რექტორმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ასოციაციის წარმომადგენლებს მათი საქმიანობისა და იმ ხელშეწყობის შესახებ, რასაც ასოციაცია აკეთებს ბნსუ-სთვის. სტუმრებმა ბნსუ-ს რექტორს გადასცეს წევრობის სერტიფიკატი.  შეხვედრის ფარგლებში რექტორის მეორე მოადგილემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ბნსუ-ში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერს ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაეცნენ სამშენებლო სამუშაოებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წევრია 2020 წლიდან. IAMU მსოფლიოში 36 ქვეყნის 68 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს. მისი საპატიო წევრები არიან მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU) და ნიპონის ფონდი.