სიახლეები (RU) Back

საინფორმაციო შეხვედრ (RU)

19 ივნისი 2023
2023 წლის 19 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2022 წლის 13 ივლისს მიღებული რეკომენდაცია CM/Rec(2022)18 და განმარტებითი მემორანდუმი ,,აკადემიურ თაღლითობასთან ბრძოლა“. შეხვედრას ესწრებოდნენ ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლები და ადმინისტრაციული პირები. შეხვედრას უძღვებოდა ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნათია მიქელთაძე. შეხვედრის ბოლოს განისაზღვრა ბნსუ-ს შემდგომი ქმედებები წარმოდგენილი დოკუმენტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.