საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებში (RU)
16 აპრილი 2024
2024 წლის 12 აპრილს, „აბიტურიენტების კვირეულის“ ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, პროფესიული დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მე-9-12 კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებ, მოსწავლეებს გააცნეს დაგეგმილი ღონისძიებები, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება და აქ სწავლის სხვა უპირატესობები.
