საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან (RU)
2024 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წლის აღსანიშნავად, ბნსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოებების, ფუნქციონირების, მიზნების და ამოცანების საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება ნატო საქართველოს ურთიერთობებს, არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ამ პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებს.
საინფორმაცო შეხვედრა და დისკუსია მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას.
შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა.
