სიახლეები (RU) Back

სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში (RU)

26 ივნისი 2023
2023 წლის 26 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია აზიისა და წყნარი ოკეანის საზღვაო აკადემიის (ფილიპინები) და ჰო ჩი მინის ტრანსპორტის უნივერსიტეტის (ვიეტნამი) წარმომადგენლები. ვიზიტისს მიზანი იყო ბნსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ინტერვიუს ჩატარება კვლევითი პროექტის „Education Global Maritime Professional: An Action Reasearch to Implement Courses Regarding Effective Communication Topic” ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებთან შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორის მოადგილეებმა - გელა გვარიშვილმა და გიორგი გაბედავამ. ბნსუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ბნსუ-ში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.